ამერიკამ გრუ-ს ოფიცრებს ბრალი წაუყენა

20.10.2020 04:41

ცნობილი ხდება იმ პირთა ვინაობა, რომლებსაც საქართველოზე მომხდარ კიბერ-თავდასხმაში ედებათ ბრალი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, საუბარია რუსეთის სამხედრო დაზვერვის, „გრუს“ ექვს სამხედროზე, რომელთა ჰაკერული შეტევის სამიზნე 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მედია-საშუალებების და კერძო ორგანიზაციების ათასობით ვებ-გვერდი გახდა. დღეს დასახელებული „გრუს“ თანამშროლები ფიგურირებენ კიდევ ექვს ქვეყანაზე განხორციელებულ კიბერ-დანაშაულში. საერთაშორისო დონეზე ჩატარებული გამოძიების მიხედვით, მასშტაბური თავდასხმის მიზანი სამიზნე ქვეყნებში არეულობის გამოწვევა იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: