პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს. მასალა გადაღებულია კლინიკა „ვივამედში“, პალატაში დამონტაჟებული მეთვალყურეობის კამერებით. ხანგრძლივობა ერთი წუთი და 23 წამია. პენიტენციური სამსახური ავრცელებს განცხადებასაც. „გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება. ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა. საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს“, - ნათქვამია განცხადებაში. კადრების გავრცელებას „ცინიკურს“ უწოდებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ამ მასალის გავრცელება ცალკე დანაშაულია. „თუ ვინმე ულახავს საქართველოს სახელს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ქცევა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის საცვლების ამარა კადრებს აქვეყნებენ“, - ამბობს შოთა თუთბერიძე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პენიტენციური სამსახური სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ტრან...
სააგენტო GUARDIAN GE
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ვიდეო კადრებს ავრც...
Ipress Media
როგორ ტოვებს რუსთავის ციხეს მიხეილ სააკაშვილი - ვიდეომასალა...
MULTIMEDIA GE
პენიტენციური სააკაშვილის ახალ კადრებს ავრცელებს
ბათუმელები / Batumelebi
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მდგომარ...
სააგენტო GUARDIAN GE
პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს, რომელიც ასა...
region kvira
იუსტიციის მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster