ხმაური ლანჩხუთში


ხმაური იყო ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე - კამათი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის შრომითი ანაზღაურების გაზრდის საკითხს მოჰყვა. მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, საკითხი საკრებულოს უმრავლესობამ მაინც დაამტკიცა. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ამ საკითხის დაკანონებისას, დარღვეულია რიგი პროცედურები.

რაც შეეხება დეპუტატების გაზრდილ ხელფასს, „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის წევრმა, კახა ასკურავამ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, მასზე უარი თქვან და ექვსი თვის განმავლობაში ეს თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ხვნა-თესვის სამუშაოებისთვის გადაეცეთ. „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელფასების ზრდა კანონის სრული დაცვით განხორციელდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან