ბიძინა ივანიშვილის განცხადება
„ქართული ოცნება“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნებზე იყო მხოლოდ აქტიური, ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „დაფუძნდა აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედაც წარვადგინეთ აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. ეს ყველაფერი საბოლოოდ უნდა გაფორმდეს ყრილობაზე, რომელსაც ჩვენ გაზაფხულისთვის ვგეგმავთ. გარდა ამისა, საუბარი გვქონდა და ესეც რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებას ეძღვნებოდა, რომ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნებზე იყო მხოლოდ აქტიური, ჩვენ ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ და ყველა დროს, არჩევნებიდან არჩევნებამდე, შუალედიც უნდა იყოს არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური, მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე მართავენ შეხვედრებს რეგიონებში, ხოლო სექტემბრიდან კიდევ უფრო გააქტიურდებიან მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიმართულებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბიძინა ივანიშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის განცხადება
TV IMEDI
ბიძინა ივანიშვილის განცხადება
TV IMEDI
ბიძინა ივანიშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის განცხადება
Mtisambebi / მთის ამბები