დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

01.06.2019 01:40

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი პროგრამა დედაქალაქთან ერთად, რეგიონებშიც დაიგეგმა. ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზეც გაიმართა. შეჯიბრებაში 10-წლამდელთა 15 გუნდის 200 მოთამაშე მონაწილეობს.

ფესტივალის გახსნას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა. მთავრობის მეთაურმა შეკრებილებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრები  გადასცა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi