რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს

27.02.2024 00:36

რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს, – ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, აკრძალვა ძალაში პირველი მარტიდან შევა და ექვსი თვე გაგრძელდება. აკრძალვის მიზეზი რუსეთში ბენზინის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ფასების სტაბილიზაციაა. გარდა ამ აკრძალვისა, რუსეთმა, შესაძლოა ნავთობკომპანიებს მოსთხოვოს საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ, რომლის ნორმაც ამ დროისთვის 12,5%-ია. როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: