სამხედრო მზადყოფნა - ვითარება ბელარუსში


ბელარუსში საპროტესტო და სოლიდარობის აქციები გრძელდება. გამოსვლების პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსში არეულობის უკან უცხო ქვეყნები დგანან.  ლუკაშენკომ ყველა იმ საწარმოს დახურვის ბრძანება გასცა, რომლის თანამშრომლებიც გაფიცულები არიან. ამასთან, ლიეტუვაში წასვლის შემდეგ, კამერებთან პირველად გამოჩნდა ლუკაშენკოს კონკურენტი, სვეტლანა ციხანოვსკაია, რომელიც განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში, კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს. „როიტერის“ ინფორმაციით, ორშაბათს, ციხანოვსკაია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან