„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში


გიორგი მუმლაძე სააკაშვილის მხარდასაჭერად უწყვეტი აქციების დაწყებას გეგმავს. მუმლაძე აცხადებს, რომ დღეს, 18:00 საათზე ათონელის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია დაიწყება, რომელიც პერმანენტულ სახეს მიიღებს და ყოველდღიურად გაიმართება იქამდე, სანამ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების გახანგრძლივების შემთხვევაში, ნიკა მელია კონკრეტულ მოქმედებებზე გადასვლას და ყველა კონსტიტუციური მეთოდის გამოყენებას აანონსებს. ის მოუწოდებს სასამართლოს, სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილება დროულად წლის ბოლომდე მიიღოს, სხვა შემთხვევაში, მძიმე შედეგებს პროგნოზირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას აქციების შესახებ ეხმაურებიან პოლიტიკური სპექტრში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან