კვლევა-ძიების 125 წელი / National Geographic - KOLGA TBILISI PHOTO 2013
07/19/2013
Artareatv-ის
მიერ
1888 წლის 13 იანვარს, ვაშინგტონში, „კოსმო კლუბში\", 33 ჯენტლმენი შეიკრიბა: გეოგრაფები, ბიოლოგები, მეტეოროლოგები, სამხედრო ოფიცრები, ბანკირები, მასწავლებლები... შეკრების მიზანი იყო ისეთი საზოგადოების დაფუძნება, რომელიც გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავებასა და გავრცელებას შეუწყობდა ხელს. ასე დაარსდა ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება National Geographic Society, რომელიც დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაიქმნა. „გავაღრმავოთ და გავავრცელოთ ცოდნა გეოგრაფიის შესახებ\" - საზოგადოების პირველი პრეზიდენტისა და ამ წამოწყების სულისჩამდგმელის - გარდინერ გრინ ჰუბარდისმოწოდება მთელი გეოგრაფიული საზოგადოებისა და ამ საზოგადოებისმიერ დაარსებული ჟურნალის კრედოდ იქცა, ჟურნალისა, რომელიც თანდათანობით მთელი პლანეტის ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლების მაცნე გახდა.ჟურნალი National Geographic-ი ახალი სიტყვა იყო დოკუმენტური ფოტოგრაფიის ისტორიაში. National Geographic გახლდათ პირველი ჟურნალი,რომელშიც ცხოველების ღამით გადაღებული ფოტოები დაიბეჭდა,პირველად აქვე გამოქვეყნდა წყალქვეშ გადაღებული ფოტოები. სწორედ ამჟურნალის გარეკანზე გაჩნდა პირველად ჰოლოგრამა...პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის დღეს ის ლიდერია, რომელიც ფოტოგრაფიული სრულყოფილების სტანდარტებს აწესებს, მკითხველისთვის კი - ესაა ჟურნალი განუმეორებელი ფოტოებით, რომლებიც უბრალოდ გვიყვარს.წელს ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების 125 წლისიუბილეა. National Geographic-ის ფოტოგრაფების ნამუშევართა გამოფენაც სწორედ ამ საიუბილეო თარიღს ეხმიანება.
http://kolga.ge
http://artarea.tv
http://kolga.ge
http://artarea.tv