„ქართული ოცნების“ მზადება შემაჯამებელი აქციისთვის


პოლიტიკური პოლარიზაცია გაზარდა დედაქალაქის ცენტრში დაგეგმილმა ხვალინდელმა აქციამაც.

„ქართული ოცნება“ ხვალ საკუთარ მხარდამჭერებს საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე ელოდება. ამ ფორმით მმართველი გუნდი საკუთარი მხარდაჭერის დემონსტრირებას ცდილობს და დარწმუნებულია, რომ აქცია ხალხმრავალი იქნება. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც, სადაც ლიდერები კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრებენ. თუმცა, არჩევნების მეორე ტურის წინ, მსგავსი აქციის ორგანიზებას სისუსტის და მარცხის აღიარებად მიიჩნევენ ოპონენტები. ოპოზიციის დიდი ნაწილი თანხმდება, რომ სახელისუფლებო პარტია ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას ახდენს და საჯარო მოხელეებს თავისუფლების მოედანზე მისვლას აიძულებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან