ახალი 6 | მინისტრის ინიციატივა | 25.09.12

09/25/2012
GeoArchive-ის მიერ

10 დღის ვადაში, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეისწავლის. სასჯელაღსრულების მინისტრს ახალი მტკიცებულებები და ინფორმაცია აქვს იმ პირების შესახებ, რომლებიც პატიმრების მიმართ სასტიკ და ღირსების შემლახავ მეთოდებს იყენებდნენ. ჯგუფის შემადგენლობაში იქნება სასჯელაღსრულების მინისტრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ან მინისტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადვოკატი, პროკურორი რომელსაც ადრე შეხება არ ჰქონია მსგავსი საქმეების წარმოებასთან და შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. საგამოძიებო ჯგუფში სათათბირო ხმის უფლება ექნებათ დამკვირვებლებს, კონსულტანტებსა და საერთაშორისო გამოჩენილ ექსპერტებს. , ჯგუფის საქმინაობას დააფინანსებს სახელმწიფო და მას მოქმედების ფართო მანდატი მიეცემა. ჯგუფს ექნება უფლებამოსილება პირადად აწარმოოს მოკვლევა მთელ რიგ დაწესებულებებში და დაუბრკოლებლად შეხვდეს ინტერესის ქვეშ მყოფ პირებს. ტუღუშის ინიციატივას უფლებადამცველები უკვე გამოეხმაურნენ.

http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube