მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყოფილი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს განაგრძობს. დაახლოებით ერთი საათის წინ, კლინიკაში შევიდა უკრაინის რადას წევრი, ლიზა იასკო, თუმცა ჟურნალისტებთან მას კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, ადგილზე იმყოფებიან პრემიერის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის წევრებიც. სხვადასხვა სპეციალობის ექიმი, ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის მიმდინარეობის პროცესს აკვირდება. ცოტა ხნის წინ, გორში ჩავიდნენ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები