ბიუჯეტის განხილვა


პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი ფინანსთა სამინისტროს მიმართავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის მსგავსად, ხელფასები გაეზარდოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაბალი რანგის მოხელეებსაც.
კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დღეს იმსჯელა და შენიშვნებიც გამოთქვა, რომელსაც მთავრობას გადაუგზავნის. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ შს სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა მიიღეს გადაწყვეტილება, ყველაზე დაბალი რანგის მოსამსახურეების ხელფასები 250 ლარით გაზარდონ, თუმცა თანაბრობა ყველა იმ პირის მიმართ უნდა იყოს დაცული, ვინც წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას.
პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი საშემოდგომო სესიის დასასრულამდე უნდა დაამტკიცოს, მანამდე მოხდება დოკუმენტის კორექტირება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან