არგუმენტირებული ესეი. პრაქტიკული რჩევები
გაკვეთილის მსვლელობისას შექმნილი ესეი: " საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ პიროვნული თავისუფლებას მატერიალური კეთილდღეობა განაპირობს და მე ამ მოსაზრებას ვეთანხმები. ჩემი აზრით, შემთხვევითი არაა, რომ პიროვნული თავისუფლება ფინანსურ თავისუფლებაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. როგორც დოსტოევსკი ამბობდა: ,,ფული ყოველგვარ უთანასწორობას ასწორებს“. ,,უთანასწორობა“ კი უსამართლობასთან შეიძლება გავაიგივოთ. თუ მე შემიძლია, ჩემი ფინანსებით, დავთრგუნო უსამართლობის განცდა, დავიკმაყოფილო მოთხოვნები, ეს მმატებს თავდაჯერებულობას, რაც, თავის მხრივ, პიროვნული თავისუფლებაა. რა დიდი ფიქრი სჭირდება იმას, რომ , თუ ვინმე გიქმნის მატერიალურ კეთილდღეობას, მასზე ხარ დამოკიდებული, უზრუნველყოფილი, მაგრამ მაინც დამოკიდებული! 3. მაგალითისთვის გავიხსენებდი, მ. ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნებს“, რომელშიც თეიმურაზ ხევისთავი ნახუცარ ივანეს ეუბნება : ,,სულიერი, ეროვნული და ყოველგვარი კულტურა ქონებრივი კულტურის ზედნაშენიაო“. თეიმურაზმა როცა დაკარგა ქონება, დაკარგა საზოგადოებისაგან პატივისცემაც და ჯაყოს ხიზანი გახდა. აკეთებდა იმას, რაც ჯაყოს სურდა. ფინანსურად დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო, აღარ გაუქრებოდა საკუთარი თავის რწმენა და არც კულტურულ საქმიანობას დაანებებდა თავს, მიუხედავად იმდროინდელი პოლიტიკური ვითარებისა, ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებას აღარ შეიგრძნობდა ,,ძაღლის მძორად“. ე.ი. მატერიალური კეთილდღეობა ქმნის მაინც პიროვნულ თავისუფლებას. ასე რომ, მოსაზრებას - პიროვნული თავისუფლება ფინანსურ თავისუფლებას ეფუძნება - ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვეთანხმები." ბმული შეფასების კრიტერიუმების სანახავად: https://doc.co/oz2ULW რჩევების გათვალისწინებით დამოუკიდებლად დასაწერი ესეი: "პოპულარობისაკენ სწრაფვა ადამიანს აიძულებს, ანგარიში გაუწიოს მასების გემოვნებას."
მსგავსი ვიდეოები
როგორ დავწეროთ კარგი ესე ინგლისურად ~ ნაწილი 2
SOPHISTICATED ENGLISH
200+ მაღალი დონის სიტყვა კარგი ესესთვის | არ თქვა სიტყვა ver...
SOPHISTICATED ENGLISH
25 ზრდილობიანი სასაუბრო ფრაზა ინგლისურში კომუნიკაციის დამყარ...
SOPHISTICATED ENGLISH
Q\u0026A: უნივერსიტეტის არჩევა, TOEFL თუ IELTS, საუბრის კომპ...
SOPHISTICATED ENGLISH
სიტყვები, რომლებსაც ბევრი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს / ო...
SOPHISTICATED ENGLISH
როგორ დავწეროთ კარგი კრიტიკული ესსე ინგლისურად
SOPHISTICATED ENGLISH
Q\u0026A: როგორ ვისწავლოთ საზღვარგარეთ, რამდენ ხანში და როგო...
SOPHISTICATED ENGLISH