შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

01.06.2019 00:32

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. 47 წლის მამაკაცი ამავე დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევია. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ის ზესტაფონში აიყვანეს. მისი ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა, ორ შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: