შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

01.06.2019 00:32

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. 47 წლის მამაკაცი ამავე დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევია. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ის ზესტაფონში აიყვანეს. მისი ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა, ორ შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani