„რეგიონის დროით" -- გადაცემა XIX_6/04/2014

08.04.2014 43:42

2014 წლის 6 აპრილს, 14:00 საათზე, რადიო გადაცემის „რეგიონის დროით",რომელსაც საზოგადოებრივი რადიო 1--FM 102, 4, „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN), არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა", აღმოსავლეთ--დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC--ის პროგრამა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით წარმოგიდგენთ, მე--19 გადაცემის თემა იყო: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათების მოხმარების დაბრკოლებები" „რეგიონის დროით", 6 აპრილის გადაცემის სტუმრები იყვნენ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე - არჩილ ბუკია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი -ზაზა ხუციშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის" თავმჯდომარე გიორგი ანდღულაძე, ოზურგეთის გამგებელი - კოტე შარაშენიძე. გადაცემის მსვლელობისას შესაძლებელია პირდაპირ ეთერში დაკავშირება შემდეგ ნომრებზე: 240 91 92, 240 92 92. შენიშვნა: რადიო გადაცემა "რეგიონის დროით", საზოგადოებრივი რადიო 1--FM 102, 4-ის ეთერში, ყოველ კვირას, 14:00 საათზე, 24 ნოემბრიდან გადის.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო