#მოამბე 21 საათზე, 29 ნოემბერი, 2023 #LIVE

29.11.2023 01:02:10

• ახალი რეკომენდაციების შესრულების დეტალიზებული და კომპლექსურად სამოქმედო გეგმა - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციის ნაწილი ახალი საშინაო დავალების შესრულების პროცესში მონაწილეობაზეც უარს იტყვის, ცხრა რეკომენდაცია ასევე შესრულდება • ალექსეი არესტოვიჩის სკანდალური განცხადება დასავლეთის წინააღმდეგ - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი დასავლეთს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინა გადააგდეს • ღრმა კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“, ლევან ხაბეიშვილის დათმობა და პარტიის პოლიტიკური რეანიმაციის უშედეგო მცდელობა - პოლიტსაბჭოში ძველი სახეების დაბრუნების და კარის ყველასთვის გახსნის მიუხედავად, მოქმედი თავმჯდომარის გადადგომას ახლა უკვე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც ითხოვენ • ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ანტიკური ხანის სკულპტურები ათენსა და ლონდონს შორის პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი ხდება - პართენონის ქანდაკებების საბერძნეთში დაბრუნების უშედეგო მოთხოვნა, დიპლომატიურ სკანდალში გადაზრდილი დავა და რიში სუნაკის მიერ ჩაშლილი შეხვედრა ბერძენ კოლეგასთან; დეტალები „მოამბეში“ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: