გორის ცენტრალურ მოედანზე სალომე ზურაბიშვილს აქციით დახვდნენ


ხმაურია ამ წუთებში ქალაქ გორში, ცენტრალურ მოედანზე. ადგილზე სალომე ზურაბიშვილს აქციით დახვდნენ. გორში პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი უნდა გაიმართოს. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს პლაკატებითა და შეძახილებით ხვდებიან. ნაძვის ხესთან მისვლის საშუალება აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს, წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება. პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრები დაურიგდებათ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან