#არჩევნები2020 ოპოზიციის შეკრება და გეგმები

18.12.2020 09:04

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის წინ ოპოზიცია პოზიციების შეჯერებას ცდილობს. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გააქტიურებას და გაზაფხულიდან აქციების რეჟიმზე გადასვლას აანონსებს. „ლეიბორისტების“ ოფისში დღევანდელი კონსულტაციები არასრული შემადგენლობით წარიმართა. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ ზურა ჯაფარიძე და ალეკო ელისაშვილი. ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკების მაგიდასთან მიტანილი ოთხი მოთხოვნის გარშემო პოზიციები ისევ გაყოფილია. მაშინ როდესაც ოპოზიციის ნაწილი მთავარ მოთხოვნად ვადამდელ არჩევნებს ასახელებს და დანარჩენ საკითხებს სწორედ მისი ქოლგის ქვეშ განიხილავს, ორად გახლეჩილი „გირჩის“ ნაწილი კი დისკუსიის დაწყებას ითხოვს კითხვაზე - შეიძლება თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციის და კანონმდებლობის რეფორმის გაცვლა ვადამდელ არჩევნებზე.  საყოველთაო  საპროტესტო აქციების განახლებასთან ერთად ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში,  მშვიდობიან  რევოლუციას აანონსებს.  იგეგემება კიდევ ერთი დოკუმენტის შემუშავებაც, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები  შინაარსზე საუბრისგან ჯერ თავს იკავებენ. ამ ფონზე „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ  უარგუმენტოდ დარჩენილ ოპოზიციას ისღა დარჩენია  რევოლუციაზე ისაუბროს,  რისი ობიექტური მოცემულობაც მმართველი გუნდის პოზიციით, დღეს ქვეყანაში არ არსებობს.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

#არჩევნები2020 ოპოზიციის შეკრება
05:42

#არჩევნები2020 ოპოზიციის შეკრება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 ოპოზიციის ლიდერების შეკრება
06:05

#არჩევნები2020 ოპოზიციის ლიდერების შეკრება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი შეხვედრა
07:28

#არჩევნები2020 „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი შეხვედრა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 ოპოზიციის გადაწყვეტილება და გეგმები

#არჩევნები2020 ოპოზიციის გადაწყვეტილება და გეგმები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 ოპოზიციის გეგმები
02:38

#არჩევნები2020 ოპოზიციის გეგმები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 ოპოზიციის შეხვედრა
11:35

#არჩევნები2020 ოპოზიციის შეხვედრა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 ოპოზიციის შეხვედრა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან
03:37

#არჩევნები2020 ოპოზიციის შეხვედრა ევროკავშირისა და აშშ-ის ელ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 ოპოზიციის შეხვედრა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან
09:10

#არჩევნები2020 ოპოზიციის შეხვედრა ევროკავშირისა და აშშ-ის ელ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო