COVID-19 - გლობალური პანდემია

24.04.2020 06:35

მსოფლიოს სამედიცინო ლაბორატორიები ახალი ტიპის კორონავირუსის დასამარცხებლად კვლევას დააჩქარებენ - გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიო ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

ამ დროისთვის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში 100-მდე ვაქცინას ცდიან. მათ შორის ექვსი უკვე კლინიკურ ფაზაშია. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, აშშ-დან ჩინეთის მიმართულებით ახალი ბრალდებები ისმის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დღეს განაცხადა, რომ სიცოცხლის დანაკარგებისთვის პეკინი საფასურს გადაიხდის. 

ამერიკა კვლავ დაავადების გავრცელების მთავარი ეპიცენტრია, თეთრი სახლის ლიდერი კი „კოვიდ-19“-ის დამარცხების მისეული ხედვის გამო, დღეს კიდევ ერთხელ მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. აშშ-სგან განსხვავებით, სიტუაცია შედარებით დამაიმედებელია დიდ ბრიტანეთში, სადაც ბოლო პერიოდში ყველაზე მძიმე ვითარება იყო. ქვეყანაში ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობის კლება შეინიშნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog