ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო ფონდი საქართველოში


ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო ფონდი „კეტარი“ საქართველოში ოპერირებას იწყებს. ფონდმა დღეს პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე ფონდის მიერ სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა მსოფლიოში აღიარებული, კულტურისა და ბრენდის ექსპერტი, მარტინ ლინდსტრომი. „კეტარის“ მიზანია რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ფიზიკური ჰაბის შექმნა და მხარდაჭერა. ფონდი გეგმავს ინვესტირების განხორციელებას სტარტაპებში, კრეატიული ინდუსტრიის ნებისმიერი დარგიდან, - მათ შორის აიტი-ტექნოლოგიებში, ციფრული და ტრადიციულ მედიაში, კინოწარმოებაში, ასევე სარეკლამო ბიზნესში. ფონდი გეგმავს საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიას, მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნას დისკუსიებისთვის, რომლის მიზანიც ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანებაა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან