დაკავება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე
რატომ დააკავა პოლიციამ ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არტურ მკოიანი. ოპოზიციური პარტია სამართალდამცავებს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. საკითხზე განმარტება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყების ცნობით. მკოიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. თავად მკოიანი კი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაზეც სასამართლომ მას 11-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. მისი დაწყების საფუძველი კი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული ა.მ. გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაკავება განზრახ მკვლელობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება წყნეთში სროლის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით 29.10....
Tv Dia