ამერიკელი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ითანამშრომლებენ
ამერიკელი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტთან ითანამშრომლებენ. საქართველოს განათლების მინისტრმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბოსტონში შეხვედრები გამართა მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტსა და ჯოსლინის ცენტრში, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან არის აფილირებული. შეხვედრების მონაწილეებს მიხეილ ჩხენკელმა დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი და მისი განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის დაპროექტება აქტიურ ფაზაშია და მისი გახსნა 2024 წელს იგეგმება. ამ მეთოდის მთავარი მიღწევა ის არის, რომ ის არ აზიანებს პაციენტის ჯანმრთელ ორგანოებს და გაცილებით ზუსტია, ვიდრე ქიმიოთერაპია. სწორედ ამისთვისაა საჭირო ციკლოტრონიც, რომლის აწყობაც უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მსოფლიოში სიმსივნეს პროტონებით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობენ. ხვალ მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან, სადაც ქართველოლოგიის პროგრამა იწყებს ფუნქციონირებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ამერიკელი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრ...
Kutaisi International University
სამოალაქო განათელბის პროგრამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკელი მეცნიერები ფაროსანასთან დაკავშირებით საქართველოს გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა კალიფორნიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#წიგნებისთარო თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა VS ქუ...
„წიგნების თარო" - 30 ნოემბერს, 19:00 და 20:00
წიგნების თარო
#წიგნებისთარო თბილისის 149-ე სკოლა VS ქართულ-ამერიკული უმაღლ...