საქართველო და უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ

29.01.2020 05:08

ევროსაბჭოს მინისტერიალის მასპინძლობამდე საქართველო რუსული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას ცდილობს. სტრასბურგში მიმდინარე საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ამ წუთებში საქართველოს, უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ინიციატივაზე მსჯელობენ. საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ინიციტივის ავტორები საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის უფლებების შეზღუდვას ითხოვენ. რუსი დეპუტატები არგუმენტებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. როგორია წინასწარი განწყობები და ექნება თუ არა ინიციატივას საკმარისი მხარდაჭერა, - ნოდარ ჩაჩუა სტრაბურგიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: