19 მარტიდან ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი - „თოფუზი ექო თელავში\"- გაიხსნება. პროექტის ფარგლებში ბავშვთა ნახატების გამოფენა და ფილმების ჩვენება იგეგმება. პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება. ფესტივალი 21 მარტს დასრულდება. 22 მარტს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ამავე თეატრის მსახიობის, თემურ ხუნაშვილის მიერ დადგმული მონო სპექტაკლის ჩვენებაც გაიმართება, რომელიც ნონა ხუმარაშვილის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.
ვებ--გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13XIMXy
ვებ--გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13XIMXy