რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი დაიჭრა
„როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში მძიმედ დაჭრეს. მედიის ცნობით, მას საარტილერიო დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევი ხერხემლის არეში მოხვდა. როგოზინი ნოემბრის შემდეგ მეთაურობს სამხედრო მრჩევლების ჯგუფს „სამეფო მგლები“, რომლებიც დონბასში სეპარატისტების ქვედანაყოფებს სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ. ის 21 დეკემბერს ოკუპირებულ დონეცკში სასტუმროსა და რესტორნის დაბომბვის დროს დაიჭრა, სადაც ის დაბადების დღეს აღნიშნავდა. მომხდარის შესახებ როგოზინმა „ტელეგრამის“ არხზე თავად დაწერა. მასთან ერთად დაიჭრა ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის მიერ ე.წ. პრემიერ-მინისტრად დანიშნული ვიტალი ხოცენკოც. როგორც იუწყებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, დაბომბვის ადგილზე მყოფი რუსი დეპუტატი ალექსეი ჟურავლიოვი ერთი დაღუპულის შესახებ იუწყება, ხოლო სეპარატისტები ორი გარდაცვლილის შესახებ იტყობინებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთი ბორის ჯონსონს აკრძალვას უწესებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის ბრალდებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუცნაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსული ძალები „აზოვსტალის“ შტურმს განაგრძობენ -
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთი ბაიდენს და ბლინკენს აკრძალვას უწესებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი რუსეთი და სანქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster