წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

01.02.2024 04:14

ცხრათვიანი რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია - წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დღეს ორმხრივად აღდგა. ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ გარკვეული ცვლილებები იქნება. თუმცა, სამუშაოების ნაწილი ჯერ ისევ გრძელდება. ტროტუარების, ბასლაინების და გარე განათების სისტემის მოწყობა მარტში უნდა დასრულდეს. ერთ-ერთი ცენტრალური გამზირის სარეაბილიტაციო პროექტი ცოტა ხნის წინ ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. ორ კონტრაქტორ კომპანიასთან მოულოდნელად ხელშეკრულებების შეწყვეტის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ სამუშაოები დროულად ვერ დასრულდებოდა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: