ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ექსტრადირებაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. ამ საკითხის გადაწყვეტამდე კარლეს პუიჩდემონს სარდინიის კუნძულის დატოვება ეკრძალება. პროცესი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. სახელმწიფო ამბოხის მცდელობაში ბრალდებული და კუნძულ სარდინიაზე დაკავებული კარლეს პუიჩდემონის გათავისუფლების პრეცედენტი გერმანიის სასამართლო გადაწყვეტილების სახით უკვე არსებობს. სამი წლის წინ ის გერმანიამ მადრიდს არ გადასცა. ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ყოფილი მეთაურის და 10-მდე ექს-მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი 2017 წელს, კატალონიის რეფერენდუმის ჩატარებიდან ერთ თვეში გასცა.
პუიჩდემონი ბოლო ოთხი წელი ბელგიაში ცხოვრობდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.