„შეგვინარჩუნეთ სიცოცხლე“ - აქცია ჭიათურაში


„შეგვინარჩუნეთ სიცოცხლე“- ამ მოწოდებით ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღაროების მუშაობით ზარალი მიადგათ, რისთვისაც კომპენსაციის მიღება სურთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გასვლას მოითხოვენ. მათი თქმით, მაღაროების გამო, სოფელს საფრთხე შეექმნა, დაზიანდა სახლები და ზარალს არავინ უნაზღაურებთ. მოსახლეობას ოცდამეერთე დღეა მაღაროების ნაწილი პიკეტირებული აქვს და მოთხოვნების შეუსრულებლობამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ადგილობრივების საპასუხოდ, „ჯორჯიან მანგანეზში“ აცახდებენ, რომ კომპანიას და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები განახლდა.

სოფელ შუქრუთში ექსპერტები მუშაობენ, შეისწავლიან ზარალს და ყველა პირი შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან