რამდენად ადექვატურია თვითმმართველი ერთეულების ისევ გამსხვილება


ხელისუფლების გადაწყვეტილებამ - 7 თვითმმართველი ქალაქის ისევ მუნიციპალიტეტებად გაერთიანების შესახებ, ადგილობრივი არჩევნების წინ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

მთავრობა მთავარ არგუმენტად გაზრდილ ხარჯებს ასახელებს და მიუთითებს, რომ არ გაზრდილა მოქალაქეთა ჩართულობა, ეკონომიკური აქტივობა, სერვისებზე ხელმისაწვდომობა. თუმცა თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ ეს არგუმენტები უსაფუძვლოა და ის შორს დგას ევროპული პრაქტიკისაგან.

რამდენად ადექვატურია თვითმმართველი ერთეულების ისევ გამსხვილება რეფორმიდან 2 წლის შემდეგ, თანაც კარს მომდგარი არჩევნების ფონზე?

თემაზე, #ეკონომეტრის სტუმარია, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან