ეპარქია ეკლესიის ძარცვისთვის დაკავებულის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვს

08/13/2013
gazeti shiraqi-ის მიერ

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია დედოფლისწყაროში, სერაფიმე საროველის ეკლესიის ქურდობის ფაქტზე დაკავებული 21 წლის აკაკი ფოცხვერაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, შესაბამისი განცხადებით ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ ძალოვან უწყებებს უკვე მიმართა. მიმართვა საგამოძიებო მასალებს დაერთო.

სპეციალურ განცხადებაში მეუფე მელქისედეკი წერს, რომ დაკავებული სასჯელისგან გათავისუფლდეს და სულიერი ცხოვრების წარმართვისათვის მონასტერს მიემაგროს. იქვე ნათქვამია, რომ ეპარქიას, რომელიც გამოძიებამ დაზარალებულად სცნო, არ აქვს პრეტენზია და არ სურს მისი სისხლის სამართლის წესით დასჯა. http://qiziyi.ge/?p=9723

ვიდეოები „gazeti shiraqi"-ისგან