ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია - ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობა
"ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობისა და თანამონაწილეობისა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში". ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის კვირაცხოველობის სახელობის დედათა მონასტერთან ორი წელია სამკერვალო სახელოსნო ფუნქციონირებს. მონაზვნები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში - სახელოსნოში ხელსაქმით, კერვითა და ქარგვით არიან დაკავებული. გარდა ამისა, მონასტერში იკერება ეპარქიაში არსებული წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეების ფორმები, იქარგება ლოგოები. ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მონასტრის დედებმა გადაწყვიტეს ამ საქმეშიც ჩართულიყვნენ და პირბადეების დამზადება დაიწყეს. მონასტერში სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, ყოველდღე აქ 500-მდე პირბადე მზადდება. სამკერვალოში დამზადებული 5000 პირბადე უსასყიდლოდ დაურიგდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. წყარო: FB გვერდი "კახეთის მხარე". 17.04.2020. გამოიწერეთ ჩვენი არხი: / @user-mp5zh4kh5g FB: https://www.facebook.com/sazupatriarc...
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური-ის სხვა ვიდეოები
დედების ცხოვრება ბოდბის მონასტერში
იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) - ბერი ექიმის თეთრი...
განსაცდელი (კრიზისი) - ჩიხი თუ ახალი "შესაძლებლობა...
44:10
ევქარისტიის შესახებ
01:04:00
სიყვარულის ფილოსოფიურ-ქრისტიანული გააზრება
56:06
აზარტული თამაშების მავნე შედეგები
01:01:45
საპატრიარქოსა და სტუდენტური პარლამენტის ერთობლივი...
01:01:15
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის...
მსგავსი ვიდეოები
ეპარქია ეკლესიის ძარცვისთვის დაკავებულის სასჯელისგან გათავის...
gazeti shiraqi
„ერთსულოვნების დილის“ სამძიმარი ეპისკოპოს დიმიტრის (კაპანა...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
იმედის კვირა – პირბადეები მონაზვნებისგან
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
სიცოცხლის ბოლომდე შევეცდები მოყვასს მხიარულად შევხვდე - მეუფ...
მეცხრე არხი ახალციხე
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი დედოფლისწყაროს საკ...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
ჰერეთის შესახებ
მართლმადიდებლური ვიდეოები
ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი კორონავირუსით...
telekompania gurjaani
ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოს დიმიტრის (კაპანაძ...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება