გამოფენა „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან“

30.11.2023 04:16

ძველმანების ბაზრობაზე შემთხვევით ნაპოვნი ნეგატივებით გაცოცხლებული ისტორია.
უცნობი ავტორის მიერ გასული საუკუნის 20-30-იან წლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ნაწილში გადაღებული უნიკალური ფოტო-მასალა საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ქალაქის ხედები, პორტრეტები, ყოველდღიური ყოფა, საბჭოთა დემონსტრაციები - დაუდგენელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სურათების ციფრულ ფორმატში გადაყვანა დასრულდა.
ნაპოვნი ასეულობით ნეგატივი სავარაუდოდ მოყვარულ ფოტოგრაფს ეკუთვნის, თუმცა უნიკალური მასალა   მკვლევარებისა და ფოტოგრაფებისთვის თანაბრად საინტერესო აღმოჩნდა. ახლა ფოტოები დამთვალიერებელს „არტ-არეაში“ ელოდება, სადაც ექსპოზიცია 6 დეკემბრიდან გაიხსნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani