თელავის საკრებულოს დეპუტატს ბრალს დღეს წარუდგენენ
ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თელავის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს. მას ბრალს დღეს წარუდგენენ. მიხეილ გრემელაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მეუღლეზე და შვილებზე ფიზიკური ძალადობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებულმა მიხეილ გრემელაშვილმა, რომელიც თელავის საკრებულოს ორი მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატია და საკრებულოში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ ხელმძღვანელობს, თავის სახელზე რეგისტრირებული „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას უკანონოდ შენახული კალაშნიკოვის სისტემის იარაღიც ამოიღეს. მიხეილ გრემელაშვილი თელავის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ გრემელაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თელავის საკრებულოს დეპუტატის წინასასამართლო სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გელა სამხარაული ნიკა ვარდოშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში...
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის საკრებულოს დეპუტატი - ხელისუფლებას გუბიდან მივმართავ
knews. ge
ბრალდება მუქარის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თელავის საკრებულოს ახალი დეპუტატი ჰყავს
ტელეკომპანია თანამგზავრი
„ქალებს შეუძლიათ მართონ ქვეყანა"
ტელეკომპანია თანამგზავრი
არჩევნების გაკვეთილები
Studio Re - სტუდია რე