გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს
საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კი საქმესთან დაკავშირებით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გამოძიების ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე, მაგომედ გუციევია, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით, არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, ის სისტემატურად ახორციელებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს. პროკურატურის ინფორმაციით, შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩვენი შოუ | TV იმედი ახალ გადაცემას იწყებს
TV IMEDI
გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან - 14.06.2021
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
გიორგი გაბუნიას „ღამის შოუ“ სტუმრად გადაცემაში „ჩვენი შოუ“
TV IMEDI
გიორგი გაბუნიას ქუთაისური ისტორიები
TV IMEDI
გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი...
TV IMEDI
გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან - 21.06.2021
მთავარი არხი • Mtavari Arkhi