ევროვიზია 2019-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა
ოთო ნემსაძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში წარდგა მსმენელის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა. პირველი ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა. ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს თელ-ავივში გაიმართა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველმა არხმა შემოგთავაზათ. ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 16 მაისს, ფინალი 18 მაისს გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ. კონკურსის პირველი ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა. ესენი არიან: საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო, სლოვენია. კიდევ ათი ფინალისტი მეორე ნახევარფინალში გამოვლინდება. ევროვიზიის ფინალზე ამ 20 ფინალისტთან ერთად გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის” ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი იბრძოლებენ. ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალური ეტაპის გარეშე გადავიდა ასევე კონკურსის მასპინძელი ქვეყანა – ისრაელი. საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2007 წლიდან მონაწილეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროვიზია 2019-ის გახსნის ცერემონია თელ-ავივში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოთო ნემსაძე თელ-ავივიდან დაბრუნდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროვიზია 2019“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბავშვო ევროვიზია 2019 - კონკურსის მიმოხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბავშვო ევროვიზია 2019-ის ფინალი იწყება!
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვინ იქნება „ევროვიზია - 2019“-ის გამარჯვებული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბავშვო ევროვიზია 2019 - ფინალური შოუ 19:00-ზე დაიწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ნაშუადღევს საბავშვო ევროვიზია 2019
პირველი არხი Georgian Public Broadcaster