მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

04.12.2021 00:53

საქართველოს მსჯავრდებული  მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს. ის გუშინ საღამოს პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ და ალტერნატიული კომისიის წევრმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ მოინახულა. როგორც მედიკოსებმა მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნეს, მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ნევროლოგიურ სტატუსს, ექიმი ოთარ თოიძე  ამბობს, რომ ამ მიმართულებით გაუმჯობესება არ შეინიშნება. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს სრულად გამოჯანმრთელებისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო