„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელები დააკავეს

02.04.2022 01:08

პოლიციამ თბილისში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ორივე წარსულში ნასამართლევი: 1992 წელს დაბადებული მამაკაცია. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები საღამოს შეიჭრნენ „აფრიკის დასახლებაში“ მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში. იარაღის მუქარით ფული გასტაცეს მოლარე-ოპერატორს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, თავდამსხმელებს იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ორივე მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ბრალდებულებმა მოახერხეს ბანკის ტერიტორიის დატოვება, იქვე მდგომ ავტომობილში ჩასხდნენ და იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი, ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავდამსხმელების ვინაობა და ადგილმდებარეობა პოლიციამ რამდენიმე საათში დაადგინა. ბრალდებულების დაკავების ადგილას, საცხოვრებელი ბინის ფარდულის ჩხრეკისას ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი. ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეიარაღებული მძარცველი და მძევლები „საქართველოს ბანკში“
05:51

შეიარაღებული მძარცველი და მძევლები „საქართველოს ბანკში“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, გათავისუფლდნენ მძევლები
03:05

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, გათა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გათავისუფლებულ მძევლებს პოლიციაში კითხავენ
02:08

გათავისუფლებულ მძევლებს პოლიციაში კითხავენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბადრი ესებუა დაკავებულია
04:24

ბადრი ესებუა დაკავებულია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია
05:14

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე
07:18

შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე
02:15

შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საგამოძიებო მოქმედებები ზუგდიდში
03:27

საგამოძიებო მოქმედებები ზუგდიდში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო