მაკა მოსიაშვილი თესაუ-ს ადმინისტრაციის ბრალდებებს პასუხობს
10/23/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
რამდენიმე დღის წინ ტ/კ „თანამგზავრში\" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა, მაკა მოსიაშვილმა შეხვედრა თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" გამართა. როგორც დისკუსიის დასრულების შემდეგ მოსიაშვილმა განაცხადა, ღონიძიების მთავარი მიზანი იმ რესპოდენტების ბრალდებაზე საპასუხო კომენტარის გაკეთება იყო, რომლებმაც ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. კერძოდ, საქმე უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსზე მსურველთა განაცხადების მიღებას ეხებოდა, რომელიც კანონში გათვალისწინებული ახალი მუხლის მიხედვით, რექტორის მმართველობის ვადის გასვლამდე უნდა გამოცხადებულიყო. ღონისძიებაზე, რომელსაც თესაუს ლექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ, მოწვეული იყვნენ რექტორი და სხვა დაინტერესებული პირებიც, თუმცა შეხვედრაზე რექტორის მხრიდან მხოლოდ უნივერსიტეტის იურისტი, ლევან ბადაშვილი იმყოფებოდა. ბადაშვილმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სამართლებრივი განმარტებები წარუდგინა.
როგორც მაკა მოსიაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტში ვითარება პარასკევამდე არ მოგვარდება, ის საქმის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/16uOoeP
როგორც მაკა მოსიაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტში ვითარება პარასკევამდე არ მოგვარდება, ის საქმის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/16uOoeP