თესაუმ რუსთაველის სახელობის „ეროვნული სამეცნიერო ფონდის" კონკურსში გაიმარჯვა


იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის სახელობის „ეროვნული სამეცნიერო ფონდის\" კონკურსში გაიმარჯვა. უნივერსიტეტიდან საერთო ჯამში 6 პროექტი წარედგინა, მათ შორის 5 იყო ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, ერთი კი- სოფლის მეურნეობის ფაკულტეტიდან. უმაღლესმა სასწავლებელმა გრანტის სახით 150 ათასი ლარი მიიღო, რომელიც მიმდინარე პროექტს მე-19, მე-20 საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტორული მემკვიდრეობის აკადემიური ტომების გამოცემას მოხმარდება.
შოთა რუსთაველის სახელობის „ეროვნული სამეცნიერო ფონდი\"ს მიერ კონკურსი გამოცხადებული იყო ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მისაღებად.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1euRNIS

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან