მოძალადეებს ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ

01.09.2020 05:47

ოჯახურ ძალადობაზე კონტროლი დღეიდან კიდევ უფრო მკაცრდება. მოძალადეს სამართალდამცავები შემაკავებელი ორდერის გარდა, ახალი მექანიზმით გააკონტროლებენ. ეს არის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა - ანუ დამნაშავეს ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ, რომლითაც მისი მსხვერპლთან მიახლოების პრევენცია მოხდება. თუმცა, ამ სისტემის ამოქმედებისთვის ძალადობის მსხვერპლის თანხმობა და განმეორებითი საფრთხის არსებობის დასაბუთებაა საჭირო. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ოთხიდან ერთი ქალი ძალადობის მსხვერპლია. სწორედ სტატისტიკას უკავშირდება კანონის გამკაცრება. ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ძალადობას ვერ აკავებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო