თინათინ წერეთელი

01/12/2022

ზემო იმერეთის ლამაზ სოფელში ცხრუკვეთში დაიბადა გოგონა, რომელსაც შემდგომ ქართული სამართლის რკინის ლედი შეარქვეს. ქართული სამართლებრივი სკოლის ფუძემდებლის - თინათინ წერეთლის ბავშვობის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ზდანოვიჩი, გალაკტიონი, დიმიტრი უზნაძე. სწორედ ასეთ გარემოცვაში აღზრდამ ჩამოუყალიბა მას მედგარი ხასიათი, მართლმოყვარეობა და კრიტიკული აზროვნება.
იმ ეპოქაში, როცა მხოლოდ მარქსიზმი ითვლებოდა ფილოსოფიად, მან სამართლებრივ ფილოსოფიაში არსებული მიზეზობრივი კავშირის ცნება სისხლის სამართალში დანერგა.
სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ მთელ საბჭოეთში მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში იყო დანერგილი ბრალის პრინციპი, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განმტკიცებას უწყობდა ხელს.
მომზადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში.
#მეცნიერთამატიანე
#მეცნიერებისკვირეული2021

ვიდეოები „TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University"-ისგან