სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

03.06.2019 07:56

ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. სასამართლომ დაადგინა, რომ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად. მეორე ინსტანციამ  ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო  დაცვის მხარის საჩივრები არ დააკმაყოფილა.  გ.ჯ.-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და სამი თვის ვადით. რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, სასამართლომ განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და სამი თვის ვადით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania