„ქართული ოცნების“ კორექტირებული კანონპროექტის განხილვა დილის 12 საათზე იგეგმებოდა, თუმცა ოპონენტების პროტესტის გამო სხდომა გადაიდო.
უმრავლესობა პარლამენტში პარტიის ოფისიდან მივიდა, სადაც თავმჯდომარესთან ერთად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გარშემო საბოლოო პოზიციები შეჯერდა. შეცვლილ რედაქციაში ჩაიწერა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ვალდებულება აღარ ექნებათ.
უმრავლესობამ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული რეკომენდაციაც გაითვალისწინა, თუმცა არ დაეთანხმა კანდიდატების კენჭისყრის პროცესის ღიაობას. რაც შეეხება მოსამართლეობის კანდიდატთა ნაწილის არჩევის მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის გადაბარებას, ამ საკითხზე მმართველი გუნდი ჯერ უზენაეს სასამართლოსთან გეგმავს კონსულტაციებს.
ოპონენტების გარდა ვენეციის კომისიის შენიშვნებზე მმართველი პარტიის საბოლოო პოზიციას უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატიც არ იზიარებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.