წინანდლის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია

13.10.2018 01:30

წინანდლის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია. ჯილდოები 8 ნომინაციაში გაიცა. საზეიმო ღონისძიებას კლუბმა „რესპუბლიკამ“ უმასპინძლა. „წინანდლის პრემიის" ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომით, პრიზითა და ფულადი პრემიით 4000 ლარის ოდენობით.

2018 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 17-დან 29 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. წლის მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში შეეძლოთ.

„წინანდლის პრემია“თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას ემსახურება და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub