დაპირისპირება პარლამენტში


კამათი პარლამენტში - დეპუტატებმა შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელეს. ცვლილებებით, აქციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აეკრძალებათ - თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. ამკრძალავი ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია საგნის კონფისკაცია, ფულადი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა. ინიციატორები კანონის გამკაცრებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ხსნიან, რომლის მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში არეულობა იგეგმება.

თეონა მანაგაძე განავრცობს თემას - რა პოზიციები აქვთ მხარეებს?

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან