კონსულტაციები ომბუდსმენობის კანდიდატებთან დაკავშირებით


ომბუდსმენობის კანდიდატებზე მსჯელობა გრძელდება პარლამენტში. უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლება რვა მსურველთან დაკავშირებით გააგრძელებს ოპოზიციასთან კონსულტაციებს. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია. კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს ოპოზიციის ნაწილი, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ განიხილავს იმ კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობას, რომლებიც არ არიან არასამთავრობო სექტორთან დისკუსიების შედეგად დასახელებულთა სიაში. დეპუტატებმა ომბუდსმენი მაღალი კვორუმით, 90 ხმით, 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ. მეათე მოწვევის პარლამენტში კი ხმათა ეს რაოდენობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, ამიტომ გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან