საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა


საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ ყოფილა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება, რომელთა ზუსტი დიაგნოზი, სავარაუდოდ, ორ დღეში გახდება ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში დღეს შეიყვანეს, მას შემდეგ რაც საქართველოში ჩამოსვლისთანავე  აეროპორტში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.

25 წლის პაციენტის მდგომარეობას ექიმები არ განიხილავენ კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად, თუმცა, პრევენციის მიზნით მას შესაბამისი კვლევები უტარდება. გრძელდება ევაკუაციის პროცესიც. ჩინეთის ქალაქ უჰანიდან საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. ორივე მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსებენ და საკარანტინო პერიოდის გავლის შემდეგ საქართველოში ჩამოიყვანენ. გუშინ განხორციელდა საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის ევაკუაცია. ისინი ამჟამად თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებიან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან