14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ორ პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა და პროცესი სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის სახლში მიიყვანა, დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ბიძაშვილისთვისაც, თუმცა პოლიციას მომხდარი შესახებ არცერთმა არ შეატყობინეს. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.